LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე არ მაქვს ამის უფლება….“ – რას პასუხობს ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილზე დასმულ შეკითხვას

117
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილზე

„მე არ მაქვს ამის უფლება. მხოლოდ და მხოლოდ საგამოძიებო უწყებებს შეუძლიათ ამ საკითხთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის გავრცელება“, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილისა და სხვა მაღალჩინოსნების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს შეეხებოდა.

ამასთან, კითხვაზე „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ კონკრეტულად რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, კობახიძემ უპასუხა, რომ გამოძიებაზე ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ შესაბამისი უწყებების კომპეტენციაა.

„გაიჩხრიკა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, სანდრო ლილუაშვილის სახლები – ამოღებულია 7 მლნ 2 200 აშშ დოლარი და 136 ათასი ლარი“ – სუს

„მხოლოდ და მხოლოდ საგამოძიებო უწყებებს შეუძლიათ ამ საკითხთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის გავრცელება. მე არ მაქვს ამის უფლება. მე არ მინდა ამ საკითხებში შევიდე. რაც შეეხება გამოძიებას, გამოძიებაზე ინფორმაციის გავრცელება არის მხოლოდ შესაბამისი უწყებების კომპეტენცია“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გაიჩხრიკა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, სანდრო ლილუაშვილის სახლები – ამოღებულია 7 მლნ 2 200 დოლარი, 136 000 ლარი და ძვირფასეულობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g