LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე არ ვარ მოძალადე, მე ვარ ქართველი ვაჟკაცი, რომელიც ყოველთვის იამაყებს, რომ ქართველია: ლაშქარავაზე ძალადობაში ბრალდებული

132
6745636874684 (2)

“ტვ პირველის” გარდაცვლილ ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავაზე თავდასხმაში ბრალდებული დავით კუტალაძე ბრალდებას არ აღიარებს.

როგორც მან განაცხადა ის არა მოძალადე, არამედ “ქართველი ვაჟკაცი” და “არასოდეს იკადრებდა ქალზე აეწია ხელი”.

“ყველამ შემომიტია, ტელევიზიამ, ჟურნალისტებმა, ხალხს გააცნეს, როგორც მოძალადე. მე არ ვარ მოძალადე, მე ვარ ქართველი ვაჟკაცი, რომელიც ყოველთვის იამაყებს, რომ ქართველია. ჩემი ისტორია სუფთაა, ერთი დარღვევაც კი არ გამაჩნია 29 წლის მანძილზე და აქ თქვენ მეუბნებით მოძალადეო. მე არც ამერიკისკენ, არც რუსეთისკენ არ ვარ. მე ყველა მართლმადიდებელი მიყვარს მსოფლიოში და ვარ გულანთებული ვაჟკაცი, ვინც პატივს ცემს 300 არაგველის გარდაცვლილი ნეშთისგან გაკეთებულ ფარს, რომელიც საქართველოს დღემდე აქვს შემოხვეული.

გარდაცვლილი ადამიანის კოლეგამ ჩვენზე დაწერა და ის არის, ვინც მე ხელი დამადო. ვაჟკაცის პირველი ღირებულებაა, ქალს ხელი არ ახლოს.

ცნობისთვის, კუტალაძეს ბრალად “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფზე “სირცხვილიას” ოფისთან თავდასხმა ედება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები