პროდიუსერი ნატო დუმბაძე მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მე არ ვიცნობ ანდრო ჭიჭინაძეს, თუმცა ვიცი რომ არის ძალიან ნიჭიერი და წარმატებული ახალგაზრდა, ვნახე გავრცელებული კადრები სადაც ჩემი გადმოსახედიდან იქ მისი ბრალეულობა არ იკვეთება, ვიმედოვნებ რომ მხოლოდ დაკითხვაზე ჰყავთ გადაყვანილი და მალე გამოუშვებენ!“, – წერს ნატო დუმბაძე.
გავრცელებული ცნობით, თავდაპირველად, ანდრო ჭიჭინაძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის საკუთარ სახლშივე დააკავეს.
ამ ეტაპზე უცნობია, რა მუხლით არის მსახიობი დაკავებული.