LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე არანაირი გეგმა არ მქონდა“ – ჯენა ორტეგა „ვენსდეის“ საკულტო ცეკვის შესახებ საუბრობს

1309
Untitled.png6556

რამდენიმე კვირის წინ ტიმ ბარტონის მინი-სერიალის, „ვენსდეის“ პრემიერა შედგა და გამოსვლისთანავე დაიპყრო სტრიმინგ სერვისი. მან მოკლე დროში მოახერხა „ნეტფლიქსის“ ყველაზე ნახვადი სერიალის ტიტულის მოპოვება. ვენსდეი ადამსის როლის შემსრულებლის, ჯინა ორეტგას მოძრაობები კი საკულტოდ იქცა. ის ვირუსულად გავრცელდა ინტერნეტსივრცეში და ტიკ ტოკის ფავორიტი ცეკვაც გახდა.

20 წლის ჯენა ცოტა ხნის წინ  გადაცემაში იყო მიწვეული, სადაც სწორედ ამ საკულტო ცეკვის  შესახებ ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ტიმ ბარტონმა ნომრის დადგმა მას დაავალა და ამისთვის სულ რაღაც ორი დღე მისცა.

„ორი დღეს მქონდა ამისთვის, გადაღებების დროს მე არანაირი გეგმა არ მქონდა. ეს ცეკვა სრული იმპროვიზაცია იყო. მახსოვს, მეუბნებოდნენ, რომ ის საკულტო გახდებოდა, თუმცა ამის არ მჯეროდა“, – ჰყვება ორტეგა.

ვიდეო: ლედი გაგა ვენსდეი ადამსის როლში – არტისტი ჯენა ორტეგას საკულტო ცეკვას ასრულებს

ადამსები ბრუნდებიან – ნახეთ „ვენსდეის“ პირველი „თრეილერი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები