„გირჩის“ ეთერში, იაგო ხვიჩიას გადაცემის „თავისუფალი ბაზარი“ გასული ეპიზოდი გახმაურებულ რძის სკანდალის საკითხს მიეძღვნა.
სურსათის ეროვნული სააგენტო – რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა
როგორც გადაცემის სტუმარმა, „ყვარლის ბაგის“ მფლობელმა, ლაშა პაპაშვილმა განაცხადა, ის საცალოდ არ ყიდის პროდუქტებს, რომელთაც ინგრედიენტები აწერია, და რომ მისი მყიდველები, როგორიცაა კომპანია „სანტე“, ყოველდღიურად ყიდულობენ მისგან რძეს, რომელიც გადის დეტალურ სქრინინგს სხვადასხვა პარამეტრზე, მათ შორის ბაქტერიულ დაბინძურებაზე, სომატურ უჯრედებზე, ცხიმზე, პროტეინზე, სიმკვრივესა და მჟავიანობაზე.
ამასთან, როგორც პაპაშვილმა თქვა, იყენებს ლუდის ნახარშს და სილოსს, რაც, მისი განცხადებით, თუ სწორად არ დამზადდა, შეიძლება ცუდი ხარისხის იყოს.
„მე არ ვყიდი საცალოდ არაფერ პროდუქტს, რასაც აწერია ინგრედიენტები. როცა ჩემი მყიდველი არის ამხელა კომპანია, „სანტე“ ყოველდღიურად ბოლო 5 წელია, საშუალოდ, 20 ტონამდე რძეს ყიდულობს, ის 12-ს, მესამე 10-ს და ისინი სქრინინგს აკეთებენ იცით როგორს? დოკუმენტების მთელი სპექტრია. მომხმარებლისთვის უნდა იყოს გასაგები, რომ ყოველდღიურად ამომწურავი ინფორმაცია უდევს. როცა ჩემგან პირდაპირ მიდის [რძე], იქ თუ არ გაიარა [შემოწმება]: ბაქტერიული დაბინძურება, სომატური უჯრედები, ცხიმი, პროტეინი, სიმკვრივე, მჟავიანობას თუ უძლებს.
ნამყოფი ვარ სანტეშიც, აგროჰაბშიც, სოფლის ნობათშიც, დიდი განყოფილება აქვთ, სადაც ყოველდღიური ანალიზი კეთდება. რა კითხვა უნდა გაჩნდეს?
მე ასე ვაჭმევ ლუდის ნახარშს, ვაჭმევ სილოსს, სილოსი შეიძლება იმდენად ცუდი იყოს, რომ მოგენატროს სკინტლი, თუ მას სწორად არ დაამზადებ, არის უკიდურესი პრობლემები. არ მინდა მომხმარებელი კიდევ დაშინდეს“, – თქვა ლაშა პაპაშვილმა.