LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე და ჩემი შვილი ვიყავით სახლში, კარებში რომ ფეხი გამოვდგი ჭერი თავზე ჩამოგვენგრა, სრულიად საცხოვრებლის გარეშე დავრჩით“ – იმერეთში, სტიქიისგან დაზარალებული ოჯახი

670
სტიქია იმერეთში

იმერეთში მომხდარმა სტიქიამ ბაღდათის, ზესტაფონის, თერჯოლისა და საჩხერის სოფლებ დააზარალა. სეტყვამ თითქმის სრულად გაანადგურა ნათესები, ხილის ბაღები და ვენახები. დახოცილია შინაური ფრინველი.

სტიქიით გამოწვეულ ზარალზე „რუსთავი 2“-თან ადგილობრივები საუბრობენ და ამბობენ, რომ სეტყვამ მოსავალი სრულად გაანადგურა:

„ამერიკაში რომ არის ტორნადო, იმის მსგავსი იყო. ასე ატრიალებდა ყველაფერს, ფოთოლს, ხეს, ტოტს, თვითონ ყინულს. ყველანაირი მოსავლის 100% გაანადგურა. გარდა ამისა, სახლის სახურავიც“, – აცხადებს დაზარალებული იაგო მერკვილაძე.

დაზიანებულია სახლების სახურავები. სპეციალურად შექმნილმა კომისიამ ზარალის შესწავლა უკვე დაიწყო.

„22 წუთის განმავლობაში მე და ჩემი პატარა შვილი ვიყავით სახლში, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, სად წავსულიყავი, კარებში რომ ფეხი გამოვდგი ჭერი თავზე ჩამოგვენგრა.

სრულიად საცხოვრებლის გარეშე დავრჩით. სახლი, მანქანა, ყველაფერი, რაც გაგვაჩნდა, ქუჩაში ვართ ფაქტობრივად, ერთი საბანი და ბალიში არ გვაქვს, რომ ბავშვი დავაწვინო.“ – აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g