LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ელიოტს 9 წლის ასაკიდან ვიცნობ“ – ლაიონელ რიჩი ქალიშვილის ქორწინებაზე ემოციურად საუბრობს

370
page

რამდენიმე დღის წინ 24 წლის მოდელი, სოფია რიჩი გათხოვდა. მან მუსიკალურ პროდიუსერზე, ელიოტ გრეინჯზე იქორწინა. გრანდიოზული საქორწინო ცერემონიალი ფრანგულ რივიერაზე, Hotel du Cap-Eden-Roc-ში გაიმართა. სტუმრებს შორის უამრავი ვარსკვლავი იყო მიწვეული. საკურთხევლისკენ პატარძალი მისმა ლეგენდარულმა მამამ, ლაიონელ რიჩიმ მიაცილა.

„ბედნიერებისგან წაქცეული პატარძალი“ – ლაიონელ რიჩის ქალიშვილის ქორწილის უახლესი კადრები

ახლახან, ლეგენდარული მუსიკოსის ინტერვიუ გავრცელდა, რომელმაც  ქალიშვილის ქორწინებაზე ემოციურად ისაუბრა.

„ყველაფერი, რაც კი ჩემი გოგოს ქორწინების შესახებ შემიძლია ვთქვა ისაა, რომ ეს ძალიან ემოციური მომენტია თითოეული მამისთვის. მე ელიოტს 9 წლის ასაკიდან ვიცნობ, ამიტომ ზუსტად ვიცი, როგორია ის“, – განაცხადა ლაიონელმა Entertainment Tonight-ის ინტერვიუში.

„ამაყი მამა“ – ლაიონელ რიჩი ქალიშვილის, სოფია რიჩის საკურთხევლისკენ მიაცილებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები