LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე გავიმარჯვე, ახლა ვაპირებ, ბიჭებთან ერთად თითო ჭიქა “კაპოტზე” დავლიოთ – თამაზ მეჭიაური

150

“მე გავიმარჯვე პირველივე ტურში, ახლა ვაპირებ, აქედან წავიდე და ბიჭებთან ერთად თითო ჭიქა დავლიოთ „კაპოტზე,“  – ასე გამოეხმაურა თამაზ მეჭიაური მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას.

“სასამართლომ გამოასწორა ის დანაშაული, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიამ ჩაიდინა. ახლა ვაპირებთ, აქედან წავიდეთ და თითო ჭიქა დავლიოთ „კაპოტზე,“  – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური იქნება.

სასამართლომ დააკმაყოფილა თამაზ მეჭიაურის მოთხოვნა. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ  გააუქმა თიანეთის საოლქო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, 5 ბათილი ბიულეტენი ლელა ქიტესაშვილს მიეკუთვნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g