LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე გავიზარდე იმ ადამიანების გარემოცვაში, ვისაც იძულებით მოუწია საკუთარი სახლის დატოვება“ – მიკი ჯეჯელავა ახალ სერიალში – „სოხუმი“

745
წლის განშორებები (13)

გასულ წელს, რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციიდან 32 წლის შემდეგ, საქართველოს კინოთეატრებსა და cavea.plus-ზე მინისერიალის, „სოხუმი“ პრემიერა შედგა.

სოხუმის დაცემის ბოლო დღეები, საომარ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, 1990-იანი წლების პოლიტიკური დაპირისპირებები და ისტორიები – რეჟისორ გიორგი ბარაბაძის ნამუშევარი სოხუმის დაცემამდე პერიოდსა და საქართველოს უახლეს ისტორიას ასახავს.

სერიალში მონაწილეობენ ცნობილი ქართველი მსახიობები, რომლებიც ისტორიული ფიგურების როლებს ასახიერებენ. ჟიული შარტავას როლს დავით ბეშიტაიშვილი ირგებს, ედუარდ შევარდნაძის როლს გოგა პიპინაშვილი ასრულებს, ხოლო ზვიად გამსახურდიას როლს – თემიკო ჭიჭინაძე.

ფილმში ასევე მონაწილეობენ ანდრო ჭიჭინაძე, ია შუღლიაშვილი, თამუნა ნიკოლაძე, პაატა ინაური, ვანიკო თარხნიშვილი და თეატრისა და კინოს სხვა მსახიობები.

ფილმისთვის მუსიკა გიორგი დათიაშვილმა შექმნა.

რიგით პირველ ეპიზოდში ვიხილეთ „ფორტუნა პლუსის“ წამყვანი, მიკი ჯეჯელავა. მან ახალგაზრდა აფხაზი მამაკაცის როლი შეასრულა.

მიკი, ეს შენი პირველი სამსახიობო გამოცდილებაა?

არა, ეს არ არის პირველი გამოცდილება, აქამდეც მიმიღია მონაწილეობა ფილმებში, თუმცა დიდი დატვირთვით არასდროს. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით მსახიობი ვარ, რატომღაც, მოწინავე ადგილზე არასდროს ყოფილა ჩემს ცხოვრებაში სამსახიობო საქმიანობა, რაზეც გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ გული მწყდება.

რას ნიშნავს შენთვის აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მიღება?

ჩემთვის ამ პროექტში მონაწილეობა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მისი შინაარსი ნებისმიერი ქართველისთვის. მე სამეგრელოში დავიბადე და გავიზარდე და შეიძლება ითქვას, რომ ჩემ თვალწინ მიმდინარეობდა ყველა მოვლენა. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი, მტკივნეულად მახსენდება აფხაზეთის ომი. მე გავიზარდე იმ ადამიანების გარემოცვაში, ვისაც იძულებით მოუწია საკუთარი სახლის დატოვება. ჩემთვის არ არის უცხო მათი ტკივილი და განცდები.

მიკი ჯეჯელავას განსაკუთრებული ამბავი, რომელიც “ფორტუნა პლუსთან” აკავშირებს – “ბედნიერი ვარ, რომ რადიოს დავუბრუნდი!..”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები