LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე გენეტიკური სიყვარულით მიყვარს ჩემი ქვეყანა და ეკლესია… არ გავჩუმდები უსამართლობაზე..“ – პეტრე კოლხი

160
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (1)

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით მორიგ ფეისბუკპოსტს ავრცელებს და მის გულშემატკივრებს მიმართავს.

როგორც დეკანოზი წერს, არ აპირებს უსამართლობასა და ბოროტებაზე გაჩუმებას.

დეკანოზი პეტრე კოლხი: „მუდმივად მემუქრებიან ლიკვიდაციით და არ მხოლოდ მე, არამედ ჩემს ოჯახსაც“

„ერთ-ერთი სასულიერო პირის გამო ერისკაცი დაიბარეს, ბოდიში მოახდევინეს.. სია მაქვს, ვინც გამუდმებით მლანძღავს, მთათხავს, შეურაცხყოფას მაყენებს“ – რას წერს პეტრე კოლხი

„წუხელ ინტერნეტი გამოვრთე, ძალიან ბევრი წერილი მომდის….

უამრავის კითხვა მხოლოდ ერთია-,,რა ვქნათ?!”

მაპატიეთ, ძალიან დიდი მადლობა ამდენი ყურადღებისთვის… არაფერი არ უნდა ვქნათ, თავისით მოხდება ის, რაც უნდა მოხდეს…

მე გენეტიკური სიყვარულით მიყვარს ჩემი ქვეყანა და ეკლესია…. ერთი მიტოვებული ტაძრის ჩამოვარდნილი ქვა მირჩევნია, ერთად აღებულ მთელ მსოფლიოს…

ბუნებით ერთგული ვარ, რაც არ უნდა ბევრი უსამართლობა და პრობლემა იყოს, მაინც ჩემი სამშობლო მირჩევნია…

„მისმინეთ” რამდენიც გინდათ… ყველა ზარის განხორციელებისას ლექსებს წაგიკითხავთ, სახარებასაც, ოთხივე თავი ზეპირად ვიცი, ფსალმუნებსაც, მაგრამ არ მაქვს იმედი, რომელიმე გაიგოთ…“ – რაზე წერს პეტრე კოლხი

სიყვარული, ღირსება, სიწრფელე, მარტო არჩევანი არ არის, ეს ჩემი მდგომარეობაა…

არასდროს წავალ ქრისტეს მცნებების და საკუთარი ღირსეული წინაპრების იდეების წინააღმდეგ…

ძალიან პატარა ასაკში, ,,მგზავრის წერილები” რომ წავიკითხე, უკვე ვიცოდი, ჩემი ცხოვრების საზრისი მოძრაობა, მარტო მოძრაობა და თავზეხელაღებული თერგის ბუნება იქნებოდა…

ცუდად ვარ?! ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ!… ჩემს თავს ვემსგავსები… მარტო ქართული პრესა არა, მიკავშირდება უცხოური მედია, ფრანგული, ინგლიდური გამოცემა… კითხვას სვამენ სტალინზე…

ჯერ არაფერს ვამბობ…

არა იმიტომ, რომ სასაუბრო გამომელია. სამწუხაროა, მაგრამ საუბარს ვერ დავასრულებ ცხოვრების ბოლომდე…

მე არ გავჩუმდები უსამართლობაზე, ბოროტებაზე, ფარისევლობაზე, მლიქვნელობაზე, სიყალბეზე, უპრინციპობაზე, უგულობაზე, ღალატზე, მომხვეჭველობაზე, მექრთამეობაზე, სკამის და ადგილის შენარჩუნების მიზნით ,,ხელფასების” გადახდაზე… არც დანარჩენზე, რასაც ჯერ არ ვიტყვი….

ზვიადის და მერაბის იდეების გამოზრდილი ვარ…

კოსტავა წერდა, ციხეში გამომამწყვდიეს, ეგონათ დამსაჯეს, არადა, თავისუფლება იქ ვიგრძენიო…

ისჯება ის, ვინც საკუთარ კომპლექსებს, უუნარობას, ჩინ-მედლებს და ზიზილ-პიპილოებს ეწირება…

სულით თავისუფალ ადამიანს, დასჯით და გაჩუმებით ვერავინ დაემუქრება.

ტატო ბარათაშვილის სიტყვებს შეგახსნებთ- ,,ჟამი ჩემია და ჟამისა მე ვარ იმედი”!..“, – წერს პეტრე კოლხი.

შეგახსენებთ, საპატრიარქოს სინოდალური კომისია დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის ყოველგვარი მღვდელმოქმედების დროებით შეჩერებას ითხოვს. ეს გადაწყვეტილება კომისიამ გუშინ, 13 თებერვლის სხდომაზე მიიღო.

სინოდალურმა კომისიამ პატრიარქს დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის მღვდელმოქმედების შეჩერებაზე შუამდგომლობით მიმართა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g