2021 წლის აპრილში, ერთ-ერთ ტელეშოუში, მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი ქმარი, რუსთაველის თეატრის მსახიობი სისასტიკეში დაადანაშაულა. მან იმ სისტემატურ ძალადობაზე ილაპარაკა, რომელსაც ქმართან თანაცხოვრებისას მისი მხრიდან განიცდიდა მცირეწლოვანი შვილის თვალწინ.
ამჯერად, ნინუცამ რადიო თავისუფლების პროექტში „შვილი“ ყოფილ ქმართან თანაცხოვრებასა და ქართული საზოგადოების რეაქციაზე ილაპარაკა.
„ხშირად უთქვამთ, 11 წლის მერე რატომ ილაპარაკა აქამდე სად იყოო, არ ვიყავი მზად. დიდი ბუშტი იყო კარგად გაბერილი და საჭირო იყო ვინმე მისულიყო და გაეხვრიტა.
მე იმ აისბერგის ეს (მცირე) ნაწილი ვაჩვენე, მხოლოდ ეს ვთქვი, თორემ ამის ქვევით იმდენი ხდება, რომ დავჯდე და დეტალებზე ვისაუბრო ყბა ჩამოგივარდებათ ან შოკში ჩავარდებით“, – ამბობს ნინუცა მაყაშვილი გადაცემის ანონსში.
გადაცემა ვებგვერდზე 5 სექტემბერს გავრცელდება.