LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე ის უბრალოდ მძულდა: რატომ ეზიზღებოდა დრამონდს ფაჩულია

57

„დეტროიტ პისტონსმა“ NBA მშვენივარდ დაიწყო. გუნდის ლიდერია ანდრე დრამონდი, რომელსაც არც მოედნის მიღმა ერიდება თამამად მოქცევა.
ახლახან ანდრემ პირდაპირ თქვა ინტერვიუში, რომ სანამ კარგად გაიცნობდა მას ზაზა ფაჩულია სძულდა.

„მე ის მძულდა, მე ის უბრალოდ მძულდა“, – აღიარა განაცხადა დრამონდმა.

როდესაც კალათბურთელები ერთ გუნდში აღმოჩნდნენ, რა თქმა უნდა, მათ შორის დაძაბულობა იყო, თუმცა ფაჩულია დარმონდს დაელაპარაკა და მას თვალი აუხილა.

„ზაზა დეტროიტში ჩამოვიდა და მე პირველ რიგში მისი კარგად გაცნობა ვცადე. როდესაც შანსი მოგეცემა რომ დაელაპარაკო, მხოლოდ მაშინ ხვდები, თუ როგორი ადამიანია. საუბრის შემდეგ მის მიმართ პატივისცემის გარდა აღარაფერი გრჩება. ახლა ზაზასთან ერთად ვთამაშობ და მას უკვე კარგად ვიცნობ. ადრე ვფიქრობდი, რომ მის წინააღგმდეგ თამაში მეზიზღებოდა, მაგრამ როდესაც ზაზამ ამიხსნა რას, როდის, რატომ და როგორი დავალებით აკეთებდა – მე მას სრულიად გავუგე.“

ანდრე გუნდის ძირითადი ცენტრია, ზაზა კი მას ცვლის და გუნდის წარმატებაში თავის როლს თამაშობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები