LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ხვალ ჩემი ბრდღვიალასთვის წავალ არჩევნებზე, ჩემი ენენეს მიზნებისთვის!“ – რას წერს გურჯაანში ავარიის დროს გარდაცვლილი ელენე მეგრელიშვილის დედა

315
ელენე მეგრელიშვილი

14 ოქტომბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილი ელენე მეგრელიშვილის დედა, ნინო ერემაშვილი, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

„გაფრინდა მარადისობაში“ – გურჯაანში ავარიის დროს დაღუპული ელენეს დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

„მე ხვალ ჩემი ბრდღვიალასთვის წავალ არჩევნებზე, ჩემი ენენეს მიზნებისთვის!!! ჩემი კოტიკოს და მათი მეგობრების მომავლისთვის!!! ახლა სახლში დარჩენა ჩვენი შვილების ღალატია!! ელენიკო, გპირდები, ყველგან იამაყებ შენი დედიკოთი“, – წერს ნინო ერემაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩ­ნა­ძი­ან­ში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერ­თმა­ნეთს საპირისპირო მიმართულებით მოძ­რა­ვი ორი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა, რა დროსაც ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა ელენე მეგრელიშვილი.

„გვაქვს უმძიმესი დღეები, დავკარგეთ ღიმილით, ხალისითა და სიცოცხლით სავსე ელენე, გვიჭირს დაჯერება და გააზრება, რომ ანა ამ წუთებში, სიცოცხლისთვის იბრძვის“ – ნიკა მელია

„ის სამართალი დაიწვეს, დღეს რომ შენი დაკრძალვა დაიგეგმა…“ – კახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილ ელენე მეგრელიშვილს მეგობრები ემშვიდობებიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g