LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე მასამართლებენ, რატომ გადმოვკვეთე საზღვარი – სალომე ზურაბიშვილს ედავებიან, რატომ გადაკვეთა. ველოდები მე-12 დაწესებულებაში, ერთად ვიშიმშილოთ: მიხეილ სააკაშვილი 

220
11

საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ექსპრეზიდენტმა მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართა.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ზურაბიშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელოდება, რათა ერთად იშიმშილონ:

“მე მინდა ვუთხრა საქართველოს პრეზიდენტს, აქ მე მასამართლებენ იმისთვის, რატომ გადმოვკვეთე საზღვარი, მას ედავებიან, თუ რატომ გადაკვეთა საზღვარი.

თუ კიდე ერთი-ორი ასეთი წასცდა… მე, როგორც ვიცი, ჭაღები იყიდა სასახლისთვის, ერთი მუხლი ეგ აქვს თერთმეტ წლამდე და მეორე მუხლი აქვს ის, რომ პოლიციელის მკვლელი შეიწყალა. ველოდები მეთორმეტე დაწესებულებაში, ერთად ვიშიმშილოთ. ვასწავლი, როგორ ხდება ეს ყველაფერი”, – განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე სააკაშვილის მორიგი პროცესი იმართება.

სააკაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებისას, სანთელი აანთო და თქვა, რომ უერთდება პატრიარქის მოწოდებას უკრაინისთვის საყოველთაო ლოცვაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g