მე, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, კომისიის სხდომაზე გამოვცხადდი ახსნა-განმარტების მისაცემად და მზად ვარ, ყველა კითხვას ვუპასუხო – ამის შესახებ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომის დაწყებამდე, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა.
რაც შეეხება კომისიის სხდომაზე გამოსაკითხ ორ მინისტრს, შს მინისტრი გიორგი გახარია განცხადებას მედიისთვის კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთებს.
ირაკლი შოთაძის და გიორგი გახარიას გამოკითხვა ამ წუთებში მიმდინარეობს.
დღეს საგამოძიებო კომისიის ბოლო სხდომაა.