LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე უკვე გავიარე ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსი და ღმერთს შენდობაც ვთხოვე“ – Diddy შოკისმომგვრელი კადრების გავრცელების  შემდეგ, მიმართვას აქვეყნებს

320
page

სულ ცოტა ხნის წინ, CNN-მა შოკისმომგვრელი ვიდეო მასალა მოიპოვა, რომელშიც Diddy-ის მეგობარ ქალზე, კა­სან­დრა ვენ­ტუ­რაზე ძალადობა დასტურდება. ვიდეოში საკულტო ჰიპ-ჰოპ არტისტი, ყოფილ მეგობარ ქალს გამეტებით ურტყამს.

ვიდეო: შოკისმომგვრელი კადრები, რომლებშიც Diddy-ის ქალზე ძალადობა ჩანს – CNN შემაძრწუნებელ ვიდეოს ავრცელებს

აღნიშნული ვიდეოს გავრცელების შემდეგ, არტისტმა დუმილი დაარღვია და ამ საკითხზე ღიად პირველად ალაპარაკდა. რეპერმა ვრცელი ვიდეო ინსტაგრამზე გაავრცელა, ის აცხადებს, რომ ძალიან წუხს მომხდარის გამო და ირწმუნება, რომ ყოველივე ამის შემდეგ, მან ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციის კურსი გაიარა.

„შავ-ბნელი პერიოდი იყო, მე ფსკერზე ვიყავი. ჩემი ქმედებები ამ ვიდეოში დაუშვებელია და მე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. მე უკვე გავიარე ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსი და ღმერთს შენდობაც ვთხოვე. ყოველ დღე ვცდილობ უკეთესობისკენ შევიცვალო. მე პატიებას არ ვითხოვ, უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ გულწრფელად ვწუხვარ“, – აცხადებს არტისტი.

ცნობისთვის, კა­სან­დრა ვენ­ტუ­რა პირველი იყო, ვინც გასულ წელს, 54 წლის რეპერი ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. ვიდეო2016 წლით თარიღდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები