LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე ვარ დარწმუნებული, ერთ დღეს რუსეთის ლიდერი, ვინც იქნება, უკრაინაში ჩამოვა, რუსული აგრესიის მსხვერპლთა მემორიალთან დიდხანს იქნება დაჩოქილი და ბოდიშს მოგვიხდის ყველა ბოროტების გამო” – კულება

52
1606938535-1579026172-კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინის გამარჯვება ტერიტორიის მთლიანობის სრული აღდგენა იქნება. ეს განცხადება კულებამ რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, წერს უკრაინული მედია.

“24 თებერვლის პოზიციებზე დაბრუნება არის იმ წამების გაგრძელება, რომელშიც უკრაინა 2014-2022 წლებში ცხოვრობდა. ამ ომში უკრაინის გამარჯვება მისი ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენა იქნება – სამხედრო გზით იქ, სადაც შესაძლებელია და მოლაპარაკებით იქ, სადაც შესაძლებელია. შემდეგ ომის მეორე ეტაპი დადგება – ეს არის ომის დანაშაულების, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩამდენ პირთა პასუხისგებაში მიცემა და კომპენსაციის გადახდა.

მე სრულად ვარ დარწმუნებული, რომ ერთ დღეს რუსეთის ლიდერი, ვინც იქნება, უკრაინაში ჩამოვა, რუსული აგრესიის მსხვერპლთა მემორიალთან დაიჩოქებს, დიდხანს იქნება დაჩოქილი და ბოდიშს მოგვიხდის ყველა ბოროტების გამო. როდესაც ეს მოხდება, ეს იქნება უკრაინის საბოლოო გამარჯვება” – აცხადებს კულება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები