LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ვოლოდიმირ ზელენსკის უპირობო გულშემატკივარი ვარ“ – სალომე ზურაბიშვილი

169
Untitled design (5)

„მე ვოლოდიმირ ზელენსკის უპირობო გულშემატკივარი ვარ“, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა LCI-სთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, მაშინ, როდესაც მისი ქვეყანა პირდაპირი დარტყმის ქვეშაა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადაცდომების გარეშე შეძლო წინააღმდეგობის გაწევა.

სალომე ზურაბიშვილი ინტერვიუში უკრაინელი ხალხის ერთობაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ„ უკრაინული საზოგადოება შიგნით არ არის დაყოფილი“.

„ვფიქრობ, რომ ზოგადად, დასავლეთი არ იყო დარწმუნებული, რომ ეს ახალგაზრდა პრეზიდენტი, (რომელიც სხვა სფეროდან იყო) სასცენო სფეროდან, წინააღმდეგობას გაწევდა და ის არაჩვეულებრივი აღმოჩნდა. უნდა ვთქვა, რომ მე მისი უპირობო გულშემატკივარი ვარ, რადგან ვიცი, რომ მსგავს ქვეყანაში, რომელიც პირდაპირი დარტყმის ქვეშაა, გადაცდომების გარეშე წინააღმდეგობის გასაწევად რამხელა ტემპერამენტია საჭირო. მან ეს ყველაფერი შეძლო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინული საზოგადოება შიგნით არ არის დაყოფილი, რაც ასევე ძალიან იშვიათია ჩვენს დროს, მე ვსაუბრობ ქვეყნიდან, რომელიც ძალიან პოლარიზებულია, შემიძლია შევადარო. ამ ერთობის შენარჩუნება, რთულ მომენტებში, ძალიან იშვიათია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები