LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეასეხარისხოვანია „ლელო“, პირველხარისხოვანია ხალხის გააზრებული ბრძოლა… მივხედოთ საქმეს“ – ხოშტარია ჯაფარიძის განცხადებაზე

126
ელენე ხოშტარია, ბადრი ჯაფარიძე

„მეასეხარისხოვანია „ლელო“, პირველხარისხოვანია ხალხის გააზრებული ბრძოლა – ერთი, რაზეც გული მწყდება, უტიფრობის ამ ხარისხს რატო გვაკადრებენ, „პოლიტპატიმრებისთვის შევდივართ ბრძოლაშიო“, – ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებას.

მისი თქმით, ხალხის გააზრებული ბრძოლა, „არც ბიძინას სიტყვებზეა და არც „ლელოზე“ არ არის დამოკიდებული“.

„ბიძინა იძახდა, „იჭიჭყინებენ გადაივლისო“, კი მიიღო უწყვეტი პტოტესტი და სანქციები

ახლა „ლელო“ იძახის, იხმაურებთ და გაჩუმდებითო.

მეასეხარისხოვანია „ლელო“, პირველხარისხოვანია ხალხის გააზრებული ბრძოლა, რომელიც არც ბიძინას სიტყვებზეა დამოკიდებული, არც „ლელოსი“ და მით უმეტეს არც ოხანაშვილის „თემუ“ ვერსიების.

ერთი, რაზეც გული მწყდება, უტიფრობის ამ ხარისხს რატომ გვაკადრებენ, „პოლიტპატიმრებისთვის შევდივართ ბრძოლაშიო“. მართლა, ბოლო პოსტია „ლელოზე“, მივხედოთ საქმეს, მალე მოგიბრუნდებით, ძალიან მალე“,- წერს ხოშტარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g