LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მებო ნუცუბიძე: „26 აგვისტოს ძაღლების საერთაშორისო დღეა, გვინდა ქუჩაში მცხოვრები ცუგოები გავახაროთ…იდეის განხორციელებისთვის გვჭირდება დახმარება, ვეძებთ ადამიანებს, კომპანიებს, სპონსორებს“

519
fot (2)

მუსიკოსი მებო ნუცუბიძე ინიციატივით გამოდის.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას მიმართავს.

მებო აღნიშნავს, რომ 26 აგვისტოს ძაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუჩაში მცხოვრები ძაღლების გახარება გადაწყვიტეს, იდეის განხორციელებისთვის კი დახმარება სჭირდებათ.

„მეგობრებო, 26 აგვისტოს ძაღლების საერთაშორისო დღეა.

ხო და, ძალიან მაგარი რაღაც მოვიფიქრეთ და გავაკეთეთ.

გვინდა გავახაროთ ქუჩაში მცხოვრები ცუგოები და ცოტა ხნით მაინც შევუმსუბუქოთ ქუჩაში ცხოვრების რთული პირობები.

იდეის განხორციელებისთვის, გვჭირდება დახმარება.

ვეძებთ ადამიანებს, კომპანიებს, სპონსორებს.

ძაღლების საკვები გვინდა, კიდევ პატარ-პატარა რაღაცები, დეტალურად გავივლით შემდეგ დაინტერესებულ ადამიანებთან.

ხო და, თუ გყავთ მეგობრები და ნაცნობები ან მაღაზიებში, ან რამე სხვა კომპანიებში, რომლებიც დაინტერესდებიან, დაგვეხმარეთ.

და თქვენც კარგ საქმეს გააკეთებთ ჩვენთან ერთად.

მადლობა ყველას დახმარებისთვის. გააზიარეთ ეს პოსტი,“ – წერს მებო ნუცუბიძე.

 

ფოტო მთავარ სლაიდზე: zooclub.ge
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები