თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ გოგი თოფაძისთვის პარლამენტის დატოვებაზე მითითების მიცემა მხოლოდ ერთ კაცს შეუძლია.
,,იურიდიულად მგონი არავის არ აქვს უფლება სხვისთვის მანდატის ჩამორთმევის, გარდა მთლიანად პარლამენტისა, ისიც განსაკუთრებულ შემთხვევაში. მორალურად შეიძლება ერთ კაცს ჰქონდეს უფლება მიუთითოს ვინმეს, რომ დატოვოს პარლამენტი. ეს ის კაცია ვინც ისინი გაიყვანა”, – განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.
გადაცემა „არჩევანში“ თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ თოფაძე „ქართულ ოცნებაში“ „გინდ ყოფილა, გინდ – არა“.
“მე არ დავუნიშნივარ თავდაცვის მინისტრად გოგი თოფაძეს. არც გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობა და არც ერთი მინისტრობა არ გადაუწყვეტია. ის არც გადამწყვეტი, არც არსებითი და არც არაფრის განმაპირობებელი პოლიტიკური ფიგურა არ არის “ქართულ ოცნებაში”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
