ბრიტანელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სექსუალურად ჩაცმული ქალები გარშემომყოფების თვალში უფრო ჭკვიანი ადამიანის სტატუსს იძენენ. ექსპერიმენტში 64 სტუდენტი მონაწილეობდა, რომელთა საშუალო ასაკი 21 წელი იყო. რესპოდენტებს 30 წლის ქალი უნდა შეეფასებინათ ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორიც არის ინტელექტი, სულიერი მდგომარეობა, ერთგულება, მორალი და ა.შ.
გამოკითხულებს ერთი ქალის ორ სხვადასხვა ფოტოს აჩვენებდნენ: ერთგან მოკრძალებულად ჩაცმულს, მეორეგან კი – სექსუალურად. შედეგად გამოვლინდა, რომ რესპოდენტები უპირატესობას ანიჭებდნენ ქალს, რომელიც თამამად არის ჩაცმული და უფრო ჭკვიანად და ერთგულად სწორედ მას მიიჩნევდნენ.
