LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეცნიერების გაფრთხილება: მსოფლიო ოკეანეების დათბობა გრძელდება — შედეგები შეიძლება კატასტროფული იყოს

170
833fbc359280d0d3c89d05d568981f12

2023 წელს დედამიწის ოკეანეებზე სიცხის ტალღებმა უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია — დაფიქსირდა რეკორდული ტემპერატურები, რაც მსოფლიო ოკეანეების ზედაპირის 96%-ს მოედო.

კვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი პროგ­ნო­ზე­ბის შე­დე­გე­ბი სა­გან­გა­შოა, მეც­ნი­ე­რე­ბი გვაფრ­თხი­ლე­ბენ, რომ ხან­გრძლივ­მა ტემ­პე­რა­ტუ­რულ­მა მა­ტე­ბამ მსოფ­ლიო ოკე­ა­ნე­ე­ბი შე­საძ­ლოა იმ სა­ბე­დის­წე­რო ზღვარ­თან მი­იყ­ვა­ნოს, რაც პლა­ნე­ტის­თვის ძა­ლი­ან მძი­მე შე­დე­გებს მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა.

ექსპერტების შეფასებით, დათბობა გამოიწვევს უფრო ხშირ, მასშტაბურ გვალვებს, ხანძრებსა და შტორმებს.

მთავარ მიზეზად სახელდება ღრუბლიანობის შემცირება, ქარის ნაკადების შესუსტება და ელ-ნინიოს გაძლიერება. მეცნიერები შიშობენ, რომ ოკეანეების მუდმივი გადახურება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ეკოსისტემებს და კაცობრიობის მომავალს.

„თუ არ ვიმოქმედებთ, ჩვენ სრულიად უცნობ რეალობაში აღმოვჩნდებით“, — აცხადებენ მკვლევრები.

წყარო: euronews

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g