LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია: ბელარუსში ჯორჯ ორუელის “1984”-ის გაყიდვა აიკრძალა

222
Untitled design (3)

ბელარუსში ჯორჯ ორუელის დისტოპიური რომანის, “1984”-ის გაყიდვა აიკრძალა.

მედიასაშუალებები ინფორმაციას ადგილობრივ გამოცემა “ნაშა ნივაზე” დაყრდნობით ავრცელებენ.

გამოცემა შესაბამისი ბრძანების ტექსტს ავრცელებს:

“ამოიღეთ გაყიდვიდან ჯორჯ ორუელის წიგნის – 1984-ის ყველა ვერსია. მოხსენება შესრულდეს არაუგვიანეს 19 მაისისა”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

მედიასაშუალება ასევე წერს, რომ “ნაშა ნივას” აქვს წიგნის გაყიდვის აკრძალვის ბრძანების ასლი, თუმცა მას არ აქვეყნებენ იმ პირის უსაფრთხოების მიზნით, რომელმაც ეს ასლი გადასცა.

ჩვენ არ ვიცით, რამდენმა წიგნის მაღაზიამ მიიღო ასეთი ბრძანება”, – წერს გამოცემა.

როგორც მედიასაშუალება წერს, რომანი ბელარუსულად პირველად 1992 წელს ითარგმნა. 2020 წელს კი რომანი ხელახლა გამოსცა იანუშკევიჩის გამომცემლობამ.

გაყიდვების რაოდენობით წიგნმა ქვეყანაში ლიდერი პოზიცია დაიკავა.

დისტოპიური რომანი, რომელიც ჯორჯ ორუელმა 1949 წელს დაწერა, ბესტსელერად იქცა.

ნაწარმოებში სიუჟეტი წარმოსახვით მომავალში, 1984 წელს ვითარდება, მომავალში, სადაც მსოფლიოს უმეტესი ნაწილი მუდმივი ომისა და პროპაგანდის მსხვერპლად იქცა.

აქტივისტი, რომელიც რუსეთში გამვლელებს ჯორჯ ორუელის “1984”-ს ურიგებდა, დააკავეს

სახლი, სადაც ჯორჯ ორუელმა მისი ცნობილი რომანი – 1984 დაწერა (ფოტოები)

გეგონება, რომ გუშინ პირდაპირ ქართველმა მწერალმა ნაცებზე დაწერაო – ივანიშვილი 1984-ზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g