LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიაში ნინა დობრევისა და ზაკ ეფრონის ახალი ფოტოები გავრცელდა – ნინა პირველ კომენტარს აკეთებს

172
page

მედიაში ნინა დობრევისა და ზაკ ეფრონის ახალი ფოტოები გავრცელდა, რომლებიც ნამდვილ პაემანს ჰგავდა. თუმცა, ჯერჯერობით, თავად ნინა მათ შორის რაიმე რომანტიკულ კავშირს უარყოფს. 36 წლის მსახიობს პირდაპირ ჰკითხეს, მართლაც ხვდებოდა თუ არა ის ზაკს, დობრევმა სიცილით თავი გააქნია და მკაფიო თქვა – „არა!“.

„შურისძიების რომანი?“ – ნინა დობრევისა და ზაკ ეფრონის ხმაურიანი განცხრომა იახტაზე

დობრევმა დაამატა, რომ ამ ეტაპზე ყურადღებას პირად ცხოვრებაზე არ ამახვილებს.

„მხოლოდ ერთი რამ ვიცი, ეს არის ცვლილება. აღტაცებული ვარ იმით, რასაც მომავალი მომიტანს“, – განაცხადა „ვამპირის დღიურების“ ვარსკვლავმა.

ჭორები ნინას და ეფრონის რომანის შესახებ სექტემბერში აგორდა, როცა ისინი მეგობრების წრეში იახტაზე გადაიღეს.

შეგახსენებთ, ნინა ცოტა ხნის წინ მეუღლეს, შონ ვაითს გაშორდა

„მშვიდობით შეყვარებულო, სალამი საქმროვ“ – ნინა დობრევი ოლიმპიურ ჩემპიონზე, შონ ვაითზე დაინიშნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები