LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიაში თვითრეგულირება ეფექტიანად ვერ მუშაობს, ქარტია მუშაობს, მაგრამ შედეგი არ არის: ბექაური

97
კახა ბექაური

საქართველოს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გუშინ პარლამენტში კომისიის 2019-2020 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

კომისიის საქმიანობის შეჯამებისას კახა ბექაურმა მედიის თვითრეგულირების საკითხებზე ისაუბრა.

როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, თვითრეგულირება ეფექტიანად ვერ მუშაობს, ქარტია კი მუშაობს, მაგრამ შედეგი არ არის:

“თვითრეგულირება ვერ მუშაობს ეფექტიანად, ქარტია მუშაობს, მაგრამ არ არის შედეგი, რადგან მედიაში სიძულვილის და ყალბი ინფორმაციის დოზა იზრდება და ეს ნიშნავს, რომ ეს ორგანიზაციები არაეფექტიანია. ჩვენ ამას თვალი უნდა გავუსწოროთ და ვისაუბროთ, რა ზიანს იღებს ყალბი ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოება, თვითრეგულირება, როგორც უნდა გავაძლიეროთ, ამას არ ექნება შედეგი, რადგან არც ერთ ქვეყანაში მხოლოდ თვითრეგულირებამ შედეგი არ გამოიღო.” – თქვა ბექაურმა.

ანგარიშის წარდგენისას ბექაურმა მედიაში აგრესიის, სიძულვილის, უხამსობისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელებასა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს პრობლემა მოსაგვარებელია:

“დღეს ჩვენი მედიაგარემო პოლარიზებული, რადიკალური და სიძულვილის ენით გაჯერებულია. მედიაშია, ხშირად, ყალბი ინფორმაცია ჭარბობს ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას. იმედი გვაქვს, ყველა ვთანხმდებით, რომ აგრესია, სიძულვილი, უხამსობა, ყალბი ინფორმაცია, დეზინფორმაცია და პოლიტიკური მიკერძოება პრობლემაა და აზიანებს როგორც ქვეყანას, ისე საზოგადოებას. თუ ვთანხმდებით, რომ ეს პრობლემაა, როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს გამოწვევა, ამაზეც ერთად უნდა შევთანხმდეთ. შეიძლება თუ არა ყალბი ინფორმაციის მავნე ზეგავლენას მხოლოდ თვითრეგულირებით ვუშველოთ, ჩემი აზრით და დასავლეთის პრაქტიკით – არა, ვინაიდან მაუწყებლის თვითრეგულირების ორი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არსად არ საჩივრდება, არც სასამართლოში და არც კომისიაში.” – თქვა კახა ბექაურმა.

1 000 სოფელში მოქალაქეებს ინტერნეტზე წვდომა რომ ჰქონდეთ, საჭიროა 70 მილიონი დოლარი, ეს პროექტი ხორციელდება – პარლამენტში კახა ბექაურს უსმენენ

magti 5g