LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიასკოლაში მაკა ანთიძემ ჟურნალისტებს “როიტერში” მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება გაუზიარა

64
ing (3)

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ მედიის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩაატარა.

ტრენინგის მონაწილეებმა მედიასკოლაში მაკა ანთიძესთან ერთად იმუშავეს.

“მაკა ანთიძე 30 წელია ჟურნალისტია. ბოლო 25 წელი Reuters-ის კავკასიის ბიუროში მუშაობდა, როგორც ხელმძღვანელის, ასევე უფროსი კორესპონდენტის თანამდებობაზე, უფრო ადრე ის Associated Press -ის კორესპონდენტი იყო.

როგორ იქმნება სტატია და როგორ უნდა გადმოვცეთ ამბავი, როგორ უნდა იმუშაოს ჟურნალისტმა და რა უნდა ახსოვდეს მას საგანგებო სიტუაციების გაშუქებისას – ამ თემებზე ჟურნალისტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

მაკა ანთიძემ ტრენინგის მონაწილეებს თეორიული და პრაქტიკული მაგალითებით, საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. ჟურნალისტებმა რეპორტინგის, საგანგებო სიტუაციების, ბიზნესისა და ეკონომიკის გაშუქებისთვის საჭირო ცოდნას მიიღეს და ინტერვიუს მომზადებისა და ჩაწერის ტექნიკები შეისწავლეს”, – აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g