LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიის ცნობით, კრემლში მზად არიან ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან შეთანხმებისთვის

132
ზაპოროჟიე

„კრემლში მზად არიან ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან შეთანხმებისთვის“, – ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა „მედუზა“ კრემლთან და რუსეთის მთავრობასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, რუსეთის ხელისუფლება მზად არის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან ჯარები გაიყვანოს იმის გარანტიების სანაცვლოდ, რომ რუსული ნავთობი და გაზი უკრაინის ტერიტორიის გავლით ტრანზიტს უწყვეტად შეძლებს.

„დამპყრობლები ტოვებენ სახლებს და თან მიაქვთ მოპარული ქონება“ - უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთმა ზაპოროჟიედან სამხედროების გაყვანა დაიწყო

რუსმა სამხედროებმა ხარკოვის რეგიონში უკრაინული ძალების პოზიციებზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, ასევე მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით დაიბომბა ქალაქი ხერსონი.

„მოსაუბრეები აღნიშნავენ, რომ კრემლსა და მთავრობაში „შეთანხმებისთვის მზაობა არსებობს“. [ნავთობისა და გაზის] მოპოვება და გაყიდვა ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის ბიუჯეტისთვის.“ – წერს გამოცემა.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ასეთი შეთანხმების შესაძლებლობა უარყო.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

mazda magti 5g