შაკირასა და ჟერარ პიკეს სკანდალური განშორებისა და ფეხბურთელის ღალატის შესახებ ინფორმაცია გასულ წელს გავრცელდა. მას შემდეგ უამრავი რამ მოხდა, თუმცა ეს საკითხი კვლავ აქტუალურია.
პიკეს ღალატის შესახებ შაკირამ ახალ ინტერვიუში კიდევ ერთხელ ისაუბრა და აქამდე უცნობი დეტალებიც გააჟღერა. ის აცხადებს, რომ პარტნიორის ღალატის შესახებ მაშინ შეიტყო, როდესაც მისი მამა რეანიმაციაში იწვა.
„ყველაფერი ერთდროულად დამატყდა თავს, ჩემი ოჯახი ნაკუწებად იქცა. მე მედიის საშუალებით გავიგე, რომ მიღალატეს. ამ დროს მამაჩემი რეანიმაციაში იმყოფებოდა. არ მეგონა, რომ გავუძლებდი ყოველივე ამას. მამა მაშინ მტოვებდა, როცა მე ის ყველაზე მეტად მჭირდებოდა. მასთან საუბარი და მისგან რჩევის მიღება არ შემეძლო. მე ჩემმა მუსიკამ მიხსნა“, – აცხადებს არტისტი, რომელიც ახლა შვილებთან ერთად მაიამიში იმყოფება და თავს უკვე ბედნიერად და ლაღად გრძნობს.
შაკირა შვილებს ქორწილში არ უშვებს – განრისხებული ჟერარ პიკე ვაჟებთან ერთად აეროპორტში გადაიღეს
წელზე მოხვეული ხელი და რომანის დასაწყისი – შაკირას და ლუის ჰამილტონის პირველი გამოჩენა