შაკირას მამა, რეაბილიტაციის კურსისათვის ბარსელონას კლინიკაში მოათავსეს. კოლუმბიელმა არტისტმა „ინსტაგრამზე“ ვიდეო გაავრცელა, რომელმაც ინტერნეტსივრცე დაიპყრო. ის 91 წლის მამას ფიზიოთერაპიის კურსის გავლაში თავად ეხმარება და თავად ავარჯიშებს მამას.
„ცხოვრება ეს ისაა, რაც კლინიკაში ვიზიტებსა და ჰელოუინის შუალედში ხდება“, – ასე დაასათაურა ემოციური ვიდეო შაკირამ.
აღსანიშნავია, რომ კლინიკაში, ყოფილი სიმამრის მოსანახულებლად ჟერარ პიკეც მივიდა. აღნიშნული ინფორმაცია შაკირას დედამ ჟურნალისტებთან დაადასტურა.
„ჩვენ ჯერ კიდევ ოჯახი ვართ“ – განაცხადა მან.
შაკირა და ჟერარ პიკე სკანდალის ფონზე, ვაჟის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ