შაკირამ ახალი სიმღერა Monotonía და კლიპი გაავრცელა, რომელშიც გულამოსკვნილი ტირის და ცხადია, ნამუშევარს ყოფილ პარტნიორს, ჟერარ პიკეს უძღვნის, რომელმაც მას უღალატა და მიატოვა.
„შენ მე შენი ნარცისიზმის გამო მიმატოვე, ეს არ იყო არც შენი და არც ჩემი დანაშაული… მე არაფერს გეუბნებოდი, მაგრამ ძალიან მტკივნებული იყო, ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა“, – მღერის შაკირა.
გარდა გავრცელებული კლიპისა, 45 წლის შაკირა „ინსტაგრამზე“ ფოტოსაც ავრცელებს, რომელშიც დასისხლიანებული გული უჭირავს. ცნობისთვის, სინგლში მონაწილეობას პუერტო რიკოელი არტისტი, ოზუნა იღებს.
„მადლობა ოზუნას და ყველა თქვენგანს მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის, იმედია მოგეწონებათ“, – წერს შაკირა.
დასევდიანებული და მაკიაჟის გარეშე – შაკირა სკანდალური ინტერვიუს შემდეგ პირველად გამოჩნდა
ჟერარ პიკესთან განშორება და 8 წლიანი პატიმრობის მოლოდინი – შაკირას რთული პერიოდი უდგას