LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ჯერ კიდევ განვიცდი, ეს ყველაფერი ცუდი სიზმარი მგონია“ – შაკირას ვრცელი ინტერვიუ ჟერარ პიკესთან განშორების შესახებ

3069
Untitleddgtdfg

შაკირამ ამერიკული Elle-ს ოქტომბრის ნომრის გარეკანი დაამშვენა. საოცრად შთამბეჭდავი იყო ფოტოსესია და არტისტის გლამურული „ლუქები“. მეტად საინტერესო და ემოციური გამოვიდა არტისტის ინტერვიუ. გამოცემასთან შაკირამ ჟერარ პიკესთან განშორების შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ  ზოგჯერ, ეს ყველაფერი ცუდი სიზმარი ჰგონია და ეს პერიოდი მის ცხოვრებაში ყველაზე რთულია.

შაკირამ ბუმბულებიანი კაბით Elle-ს გარეკანი დაამშვენა – მიტოვებული არტისტის შთამბეჭდავი ფოტოსესია 

„ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი, მით უმეტეს, რომ ასე საჯაროდ პირველად ვსაუბრობ. მე ჯერ კიდევ განვიცდი, ეს არ ყოფილია ჩვეულებრივი განშორება. ძალიან მიჭირს მეც და ჩემს შვილებსაც. ზოგჯერ ეს ყველაფერი ცუდი სიზმარი მგონია, ეს პერიოდი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთულია. პაპარაცები 24 საათის განმავლობაში გვყარაულობენ სახლთან, მე და ჩემი შვილები პრაქტიკულად ვერ ვსეირნობთ და სახლში ვართ გამოკეტილები.  მინდა მათზე ვიზრუნო ეს ხომ ჩემი ცხოვრების ნომერ პირველი მისიაა. მე მათ ვერ ვიცავ ჭორებისგან. ვცდილობ რეალური სიტუაცია მათგან დავმალო,  თუმცა ისინი სკოლაში ბავშვებისგან ყველაფერს იგებენ, ან ყველაფერს სოციალური ქსელის საშუალებით კითხულობენ. საბოლოოდ სწორედ ბავშვები მეხმარებიან რთული მომენტების გადატანაში“, – აცხადებს შაკირა

პიკესა და 23 წლის სტუდენტი გოგონას რომანის შესახებ მას კომენტარი არ გაუკეთებია, განაცხადა, რომ ეს საკითხი ზედმეტად პირადულია და დასძინა, რომ პიკესთან  ურთიერთობაში ყველანაირი რესურსი ჩადო, რაც კი გააჩნდა.

ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო – შაკირა და ჟერარ პიკე ერთმანეთს შეხვდნენ 

ჟერარ პიკეს ახალი შეყვარებული შაკირას ჰიტზე აცეკვდა

„შაკირა განრისხებულია“ – ჟერარ პიკემ 23 წლის შეყვარებული გამოაჩინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები