შაკირა და მისი ყოფილი პარტნიორი, ჟერარ პიკე ერთად ბარსელონაში გადაიღეს. ტაბლოიდების ცნობით, ისინი ადვოკატებს შეხვდნენ და შვილების მეურვეობის საკითხზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ შაკირას ვაჟებზე სრული მეურვეობის მოპოვება სურს. ფეხბურთელი კი ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში დასთანხმდება, თუკი არტისტი მის 400 ათასი დოლარის ოდენობის ვალებს დაფარავს და ამერიკაში, პირველი კლასის ვერტმფრენით, წელიწადში 5 ვიზიტს უზრუნველყოფს.
ვნახოთ შეთანხმდება თუ არა ვარსკვლავური წყვილი მეურვეობის საკითხზე, თუმცა, ინსაიდერების განცხადებით, შაკირა გაცეცხლებულია პიკეს ღალატის გამო და დათმობებზე წასვლას არ აპირებს.
შეგახსენებთ, 37 წლის პიკე 23 წლის სტუდენტს, კლარა ჩია მარტის ხვდება, ისინი ერთად უკვე არაერთხელ გამოჩნდნენ. სწორედ მის გამო დაშორდა პიკე შაკირას 11 წლიანი ურთიერთობის შემდეგ.
ჟერარ პიკეს ახალი შეყვარებული შაკირას ჰიტზე აცეკვდა
„შაკირა განრისხებულია“ – ჟერარ პიკემ 23 წლის შეყვარებული გამოაჩინა