შაკირამ რამდენიმე დღის წინ გამოცემა Elle-ს ემოციური ინტერვიუ მისცა. არტისტმა ჟერარ პიკესთან განშორების შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ზოგჯერ, ეს ყველაფერი ცუდი სიზმარი ჰგონია და ეს პერიოდი მის ცხოვრებაში ყველაზე რთულია. ინტერვიუს შემდეგ კოლუმბიელი მომღერალი პირველად გადაიღეს, ის უფროსი ვაჟის, 9 წლის მილანის ბეისბოლის მატჩს დაესწრო.
45 წლის შაკირა ძალიან დასევდიანებული ჩანდა. ის შვილის მატჩს ყოველდღიური ტანისამოსით, მაკიაჟის გარეშე დაესწრო.
ცნობისთვის, ჟერარ პიკე 23 წლის სტუდენტ გოგონას, კლარა ჩია მარტის ხვდება. სწორედ ის გახდა მათი განშორების მიზეზი. ყოფილ წყვილს შორის ახლა სასამართლო დავა მიმდინარეობს. შაკირას ვაჟებზე სრული მეურვეობის მოპოვება სურს. ფეხბურთელი კი ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში დასთანხმდება, თუკი არტისტი მის 400 ათასი დოლარის ოდენობის ვალებს დაფარავს და ამერიკაში, პირველი კლასის ვერტმფრენით, წელიწადში 5 ვიზიტს უზრუნველყოფს.
ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო – შაკირა და ჟერარ პიკე ერთმანეთს შეხვდნენ