კოლუმბიელ მომღერლის, შაკირას ცხოვრებაში ყველაზე რთული ეტაპი დადგა. მას მეუღლემ, ჟერარ პიკემ უღალატა, წყვილი ერთმანეთს გაშორდა და შვილების მეურვეობის საკითხზე სასამართლოში განაცხადიც შეტანილია. გარდა ამისა, ვარსკვლავს გადასახადებისგან თავის არიდებისა და ჯარიმის გადაუხდელობის გამო 8 წლიანი პატიმრობა ემუქრება.
8 წლიანი პატიმრობის მოლოდინში – შაკირა სკანდალში გახვევის შემდეგ, პირველად გამოჩნდა
ახლახან, აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, უახლესი დეტალები გავრცელდა. დასავლური მედია წერს, რომ შაკირა ესპანეთის სასამართლოს წინაშე უახლოეს მომავალში უნდა წარდგეს და თუკი მას ბრალი დაუდასტურდება, 45 წლის მომღერალს 8 წლიანი პატიმრობა ემუქრება.
ცნობისთვის საუბარია 2012-2014 წლებში, 13 მილიონი ევროს ღირებულების გადასახადებზე, რომელსაც არტისტმა თავი აარიდა.
ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო – შაკირა და ჟერარ პიკე ერთმანეთს შეხვდნენ