ინტერნეტსივრცეში შაკირასა და ლუის ჰამილტონის ახალი ფოტო გავრცელდა. რესტორანში მყოფი წყვილი გვერდიგვერდ იჯდა, ლუისს შაკირასთვის წელზე ხელი ჰქონდა შემოხვეული. ასე რომ, როგორც ჩანს, მათი რომანის შესახებ ჭორები მართლდება.
მაიამიში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ, კოლუმბიელი არტისტი „ფორმულა 1“-ის მრბოლელის გარემოცვაში არაერთხელ გადაიღეს.
„მზერით ყველაფერი ნათქვამია“ – შაკირა ახალ გულის სწორს გულშემატკივრობს
ახალი სიყვარულით გასხივოსნებული შაკირა იახტის სამართავად ემზადება
ცნობისთვის, ახლა შაკირა ბარსელონაში იმყოფება. მან შვილები ჟერარ პიკეს ჩაუყვანა, ისინი არდადეგებს მამის სახლში გაატარებენ. შაკირამ უკვე გაავრცელა ფოტო „ინსტაგრამზე“.
„სასიამოვნოა ბარსელონაში დაბრუნება“, – წერს შაკირა.
შეგახსენებთ, შაკირა და ჟერარ პიკე ერთმანეთს 10 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გასული წლის ზაფხულში დაშორდნენ.