LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედვედევი: რუსეთს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, ბირთვული იარაღი გამოიყენოს

43
Untitled design

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე განმარტავს, თუ რა შემთხვევაში გამოიყენებს რუსეთი ბირთვულ იარაღს.

შესაძლოა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი გამოიყენოს – უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელი

დიმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამ-არხზე  წერს, რომ რუსეთს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, ბირთვული იარაღი გამოიყენოს:

„ბოლო დღეების თემა რუსეთიდან მომდინარე ბირთვული საფრთხეა.

ბაიდენი და ლიზ ტრასი, ბლინკენები და სალივანები, რუსეთისგან ითხოვენ, „ბირთვული ღილაკიდან“ ხელი აიღოს.

ისინი მუდმივად გვემუქრებიან „საშინელი“ შედეგებით, თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ: რუსეთს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში ბირთვული იარაღი გამოიყენოს წინასწარ განსაზღვრულ შემთხვევებში, ბირთვული შეკავების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის საკითხების მკაცრად დაცვით, თუ ჩვენ, ან ჩვენს მოკავშირეებს თავს დაესხმებიან ამ ტიპის იარაღის გამოყენებით, ან იმ შემთხვევაში, თუ ჩვეულებრივი, ნებისმიერი სხვა იარაღის გამოყენებით, აგრესია საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოს არსებობას. რუსეთის პრეზიდენტმა ამის შესახებ ცოტა ხნის წინ პირდაპირ ისაუბრა.

პუტინი: ვინც რუსეთის ბირთვული იარაღით დაშანტაჟებას ცდილობს, უნდა იცოდნენ, რომ მოვლენები, შესაძლოა, მათ საწინააღმდეგოდ შემობრუნდეს

გარდა ამისა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენს მტრულად განწყობილ მეზობლებში ბირთვული იარაღი არ გამოჩნდეს. მაგალითად, ნაცისტურ უკრაინაში, რომელსაც დღეს უშუალოდ ნატოს ქვეყნები აკონტროლებენ“, – წერს მედვედევი.

შემოერთებული ტერიტორიების დასაცავად ყველანაირი იარაღის, მათ შორის სტრატეგიული ბირთვული იარაღის, გამოყენება მოხდება: დიმიტრი მედვედევი

ამავე თემაზე:

“ბარიერებია, მაგრამ პუტინს შეუძლია ამის გაკეთება ” – ბირთვული ომის დაწყების ხუთი შესაძლო სცენარი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g