მეგან ფოქსი და კოლსონ ბეიკერი მშობლები გახდნენ, მათ პირველი საერთო შვილი შეეძინათ. ქალიშვილთან შეხვედერის კადრები არტისტმა „ინსტაგრამზე“ გაავრცელა.
„ის ბოლოს და ბოლოს აქ არის, ჩვენი პატარა ღვთიური ნაწილაკი“, – ასე დაასათაურა შავ-თეთრი ვიდეო კოლსონმა, რომელშიც ახალშობილის ხელი ჩანს.
ცნობისთვის, ფოქსი საქმროს ორსულობის პერიოდში დაშორდა. ამის მიზეზი კოლსონის მხრიდან მისი „ღალატია“. წყაროს ცნობით, ორსული მეგანი დაიღალა ინფანტილური ურთიერთობით და გადაწყვიტა, წერტილი დაუსვას ყველაფერს.
„ისინი ხშირად ჩხუბობდნენ. კოლსონი უამრავ გოგოს წერდა და თუ მას მეგანისთვის ფიზიკურად არ უღალატია, ფოქსისთვის ეს ემოციური ღალატია. ის დაიღალა ინფანტილური ურთიერთობებისგან და გადაწყვიტა, წერტილი დაუსვას ყველაფერს. ახლა მისთვის მთავარი პრიორიტეტი მისი მომავალი ბავშვია და ის მზადაა ის მარტო აღზარდოს“, – წერს წყარო.
შეგახსენებთ, გასულ წელს წყვილი უკვე იყო დაშორებული. მედია აქტიურად წერდა იმის შესახებ, რომ ბეიკერმა მეგანს მუსიკოსთან, სოფი ლოიდთან უღალატა.
ორსული მეგან ფოქსი კოლსონ ბეიკერს დაშორდა – ცნობილია მიზეზი
