მეგან მარკლმა წინასადღესასწაულო მზადება უკვე დაიწყო, მან ახალი კოლექცია As Ever წარადგინა. სასექსის ჰერცოგინიამ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც სახლის მორთვითაა დაკავებული.
„ნახეთ! ჯერ მადლიერების დღეც არ დამდგარა და უკვე ყველაფერი მზად გვაქვს“, – ასე დაასათაურა ვიდეო მეგანმა.
ცნობისთვის, კოლექციის გამოსვლა მან 28 ოქტომბერს დააანონსა. ხაზში შედის ღვინო, სურნელოვანი სანთლები, ხილის პაშტეტები და სხვა სეზონური პროდუქტი…
ბოლო პერიოდში მარკლი კრიტიკის ობიექტი გახდა, განსაკუთრებით Signature Candle No. 519 სახელწოდების სურნელოვანი სანთლის გამო, რომელიც ამავე კოლექციის ნაწილია.
საზოგადოება მიიჩნევს, რომ ჰერცოგინია ცდილობს ბრიტანეთის სამეფო ოჯახთან თავისი კავშირების წყალობით, კომერციული მოგება ნახოს.
კიმ კარდაშიანმა და კრის ჯენერმა მეგან მარკლის ფოტოები წაშალეს
მეგან მარკლი პრინცესა დაიანას ცნობილი საათით გამოჩნდა, რომელიც ლედი დის დოდი ალ-ფაიედმა აჩუქა