LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლის არც ერთი სიტყვის არ მჯერა!! – ცნობილმა წამყვანმა ამ სიტყვების გამო სამსახური დატოვა

3670
megan204405

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, საკუთარი მოსაზრება პირს მორგანმა გაავრცელა. „დილა მშვიდობისა ბრიტანეთის“ წამყვანი მეგან მარკლის სუიციდური აზრების გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ მისი განცხადებების არ სჯერა: „სად დადიოდა, ვინ იყო მისი ფსიქოლოგი? არც ერთი მისი სიტყვის არ მჯერა, ამინდის პროგნოზიც რომ წაიკითხოს, მისი სიტყვების დაჯერება არ შეიძლება“ – განაცხადა პირს მორგანმა.

თავის მხრივ მეგან მარკლიმ საჩივრის წერილით მიმართა  ITV -ის გენერალურ დირექტორს კეროლინ მაკოლს და მას წამყვანის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაყენება მოსთხოვა. მეგანი ამბობს, რომ ეს განცხადება ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანების დისკრედიტაციას ახდენს. ამ ფაქტს მალევე მოჰყვა რეაგირება არხის ხელმძღვანელობის მხრიდან და მორგანმა ტელევიზია დატოვა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები