LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგი ბაქრაძის საქმის გამოძიებაში “ასტრაზენეკა” ჩაერთო – რა მოითხოვა კომპანიამ

1591
astrazeneka-w-h

„ასტრაზენეკა“ 27 წლის მედდის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატის ვახტანგ ბარამაშვილის განცხადებით  გარდაცვალების საქმის გამოძიებაში „ასტრაზენეკა“ ჩაერთო.

მისი თქმით, „ასტრაზენეკასგან“ შეტყობინება მიიღეს, სადაც ითხოვენ ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას, ასევე ვაქცინის ამპულის საიდენტიფიკაციო ნომერს.

„ასტრაზენეკასგან“ მივიღეთ დაშიფრული შეტყობინება. ამ შეტყობინებაში ითხოვენ კონკრეტულ დოკუმენტებს, საუბარია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაზეც, რომელსაც ჩვენც ველოდებით.

დღეს გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება, როგორც ჩანს, იცის მინისტრმა შუალედური დასკვნის შედეგი.

კიდევ სხვა დოკუმენტებია. მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა ვაქცინის ამპულას თავისი საიდენტიფიკაციო ნომერი აქვს, ამ საიდენტიფიკაციო ნომერს ითხოვენ, ესაც არ გვაქვს ამ წუთისთვის, თუმცა, გამოძიებას აქვს ეს ამპულა. ამის გაგზავნას ითხოვენ, რომ გამოძიება გააგრძელონ ამ საქმესთან დაკავშირებით“, – აცხადებს ვახტანგ ბარამაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

ცნობისთვის, 27 წლის ექთანს, მეგი ბაქრაძეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ის თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შსს-მ 27 წლის ექთნის გარდაცვალებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლითაა დაწყებული, რაც, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ამავე თემაზე იხილეთ:

შეუძლოდ, რომ გახდა მაშინვე ადრენალინის ნემსი გავუკეთეთ: ექიმი, რომელმაც მეგი ბაქრაძეს ვაქცინა გაუკეთა

ვიდეო: მშობელი მამა მივედი, მაჩვენეთ მკვდარია თუ ცოცხალია მეთქი, ისიც არ მაჩვენეს… ეჭვი მაქვს მეგი გარდაცვლილი იყო: ვეფხია ბაქრაძე

27 წლის მედდა მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა

შსს-მ ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრები დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ

“ცოლი მომიკალით” – გარდაცვლილი მედდის მეუღლე კლინიკის თანამშრომელს დაუპირისპირდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g