LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეგობრები იყვნენ ყველანი, ერთი კილომეტრითაა დაშორებული მათი სახლები, გლოვობს მთელი სოფელი..“ – რას ჰყვებიან ადგილობრივები

7645
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (6)

3 ივლისს გამთენიისას ქუთაისის აეროპორტთან ქუთაისის აეროპორტთან ტრაგედია დატრიალდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.

თვითმხილველების განცხადებით, ავტომანქანა ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა, გზიდან გადავარდა და აფეთქდა.

გლოვაა სოფელ გეგუთში. დაღუპულები არიან: ლაშა წიქორაძე, მამუკა ბრეგვაძე, გიორგი მამისეიშვილი და ჯუბა კუხიანიძე. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ­თან ერ­თად ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში 2 გო­გო­ იმ­ყო­ფე­ბო­და, ისი­ნიც მათი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ, და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მათ­გან ერთი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ამ დრომ­დე მძი­მეა კი­დევ ერთი და­შა­ვე­ბუ­ლი გო­გო­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა მეზობლები „კვირის პალიტრასთან“ მომხდარ ტრაგედიაზე საუბრობენ.

„საშინელი ტრაგედიაა, სიტყვები არ მყოფნის, ღმერთო რატომ უნდა ხდებოდეს ასეთი რამ. ისევ ატირდა ჩემი გეგუთი. ჯუბა ჩემი მეზობელია, ფაქტობრივად ჩემი ოჯახის წევრი. იქ სადაც მე გავიზარდე გეგუთში იმ უბანში ცხოვრობდა. ძნელია ახლა წარსულში მასზე საუბარი. იცით როგორი ადამიანი იყო? სულ გკითხავდა როგორ ხარ, რამე ხომ არ გიჭირს, რამე ხომ არ გინდა. ყველას გვერდში მდგომი იყო. დაუფიქრებლად დაგიდგებოდა გვერდში. თუ რამე გჭირდებოდა, თან გადაგყვებოდა. ძალიან უყვარდა სიცოცხლე, ყველა უყვარდა და ყველას უყვარდა. ის გარდაცვლილებიდან ყველაზე უფროსია, დანარჩენები 21- 23 წლის ბიჭები არიან, ლაშასაც კარგად ვიცნობდი. ძალიან კარგი ადამიანი იყო. ძალიან ძნელია მათზე წარსულში საუბარი. მთელი დღეა ცრემლებს ვიშრობ. ლაშა წლების წინ გავიცანი, ადრე ტანვარჯიშიდან ერთად დავდიოდით ხოლმე.

ცოტა მინახავს ასეთი ხალისიანი და სიცოცხლით სავსე ადამიანი, სულ გაღიმებული დადიოდა, ყველას გვერდით მდგომი, უკარგესი ბიჭი იყო. პატარა ძმა ჰყავს, მახსოვს როგორი ბედნიერი იყო ძმას რომ ელოდებოდა. მზე და მთვარე მასზე ამოდიოდა. ძალიან კარგი ოჯახის შვილი. არცერთი მათგანი არ იყო დაოჯახებული, სხვა ბიჭებსაც ვიცნობდი, უბრალოდ მათთან ისე ახლოს არ ვიყავი. ყველანი ჩემი თანასოფლელები არიან, ამდენი ოჯახი გაუბედურდა ერთდროულად, მთელი სოფელი განადგურდა. ძალიან მიჭირს, მძიმეა საუბარი. ძალიან დიდი ბოდიში, მართლა არ შემიძლია საუბრის გაგრძელება, ცუდად ვარ, გამორჩეული ბიჭები შეეწირნენ. რა უნდა ვთქვა ამ დროს“, – განუცხადა „კვირის პალიტრას“ ჯაბას კუხიანიძის მეზობელმა.

„ჩვენი ბიჭები არიან სამწუხაროდ, ყველა ჩვენია, ჩვენია. ოთხივე გეგუთელია, სულ 6 ადამიანი იყო მანქანაში, 4 ბიჭი და ორი გოგო. ორი გოგონადან ერთი გარდაცვლილია, მისი ვინაობა არ ვიცით. ამბობენ სამტრედიიდან არისო. მეორე გოგონა თბილისშია გადაყვანილი, დამწვრობა აქვს დიდიო, იმედია გადარჩება. მანქანა გიორგი მამისეიშვილის იყო. ძალიან ახალგაზრდები არიან. მე ისე ვარ ახლა, ლაპარაკი არ შემიძლია. მეგობრები იყვნენ ყველანი, მიზეზი რა იყო ამ უბედურების, არაფერი არ ვიცით, დილით სადღაც 8 საათისკენ არის მომხდარი.

ქუთაისიდან მიდიოდნენ დასავლეთისკენ. ჯუბა კუხიანიძე და ლაშა წიქორაძე უკვე ჩამოსვენეს სოფელში, ახლა მოასვენებენ მამუკას და გიორგის. ორი ქვედა გეგუთში ცხოვრობდა, მეორე ორი ზედა გეგუთში, ერთი კილომეტრითაა დაშორებული მათი სახლები.

 

 

ქუთაისის აეროპორტთან მომხდარი ავარიისას დაღუპული მეორე ბიჭის ვინაობაც ცნობილია.

Posted by Mega TV • მეგა TV on ორშაბათი, 03 ივლისი, 2023

 

რა უნდა ვთქვა, კარგი ბიჭები, კარგი ოჯახის შვილები, კარგად აღზრდილები, კულტურული და პატიოსანი ხალხი დაიღუპა. არ ვიცი რა ვთქვა. გლოვობს მთელი სოფელი. საცოდაობაა ასეთი ახალგაზრდების გარდაცვალება, არ ვიცით მიზეზი, რატომ უნდა დატრიალებულიყო ეს ამბავი“, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

„არა­ვინ იცის, რა და რო­გორ მოხ­და, მთე­ლი სო­ფე­ლი ამ ახალ­გაზ­რდა ბი­ჭებს გლო­ვობს. ბი­ჭე­ბი გე­გუ­თე­ლე­ბი არი­ან, გო­გო­ნე­ბი – არა. რო­გორც გავ­რცელ­და, ერთი გო­გო­ნა გარ­დაც­ვლი­ლა, მე­ო­რე კი თბი­ლის­ში გა­და­უყ­ვა­ნი­ათ, ისიც მძი­მედ არის. გო­გო­ნე­ბის ვი­ნა­ო­ბა არ ვი­ცით, ჩვე­ნე­ბუ­რე­ბი არ არი­ან. ოთხი­ვე­ნი – ლაშა წი­ქო­რა­ძე, მა­მუ­კა ბრეგ­ვა­ძე, ჯუბა კუ­ხი­ა­ნი­ძე, გი­ორ­გი მა­მი­სე­იშ­ვი­ლი კარგი ახალ­გაზ­რდე­ბი იყ­ვნენ. მათ­გან ჯუბა ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი (34 წლის) იყო, არ­ცერ­თი მათ­გა­ნი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი არ არის, 20-24 წლი­სა­ნი არი­ან. ოთხი­ვე­ნი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს გე­გუთ­ში,“ – განუცხადა ambebi.ge-ის სო­ფელ გე­გუ­თის რწმუ­ნე­ბუ­ლმა, ნიკა მჟავიამ.

 

Posted by Nika Mzhavia on ორშაბათი, 03 ივლისი, 2023

 

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g