LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეგობრისგან გავიგე, დაურეკავს და უთქვამს, დადე თუ გინდა ფოტო, მოვდივარ, ხელი უნდა გთხოვოო… კომპლექსები ჰქონდა, სულ ცდილობდა ისეთ ადგილებში წავსულიყავით, სადაც ბევრი ხალხი არ იქნებოდა“ – კესარია აბრამიძის მეგობარი სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულზე

9891
ვანიკო კარელიძე

37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 26 წლის ბექა ჯაიანია.

მოკლული ქალის მე­გო­ბა­რი ვა­ნი­კო კა­რე­ლი­ძე Ambebi.ge-თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ბექა ჯა­ი­ანს პი­რა­დად იც­ნობ­და. მისი თქმით, ტოქ­სი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის გამო, წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს ხში­რად შორ­დე­ბო­და, თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ, მა­ინც რიგ­დე­ბოდ­ნენ.

როგორც კარელიძე გამოცემას უყვება, კესარიასთან ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა და მას ყოველ დღე, დღეში რამდენჯერმე ესაუბრებოდა. მისი სიტყვებით, ბოლო კომუნიკაცია მათ შორის მკვლელობის დღეს, დილის საათებში შედგა.

როგორც კარელიძე ამბობს, კესარია ჯაიანთან რამდენიმე დღის დაშორებული იყო:

„ოჯახი 10 წელია თბილისშია – სადღაც დაწესებულებაში დაცვად მუშაობდა… ამ დილით, ტელევიზიით ვნახე რომ დაუჭერიათ“ – რას აცხადებენ დაკავებულის ოჯახის წევრები

37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 26 წლის ბექა ჯაიანია, რომელიც მედიის ინფორმაციით, წარმოშობით სენაკიდანაა.

„იმ დი­ლა­საც რა­ღაც გა­მო­მიგ­ზავ­ნა, მომ­ხდარს არ შე­ე­ხე­ბო­და. შემ­დეგ მთე­ლი დღე აღარ შემ­ხმი­ა­ნე­ბია. სა­ღა­მოს, ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად, ვი­ცო­დი, რომ და­შო­რე­ბუ­ლი იყო მას­თან, მაგ­რამ არ და­ვუ­რე­კე, ვი­ფიქ­რე, რომ მარ­ტო არ იქ­ნე­ბო­და,“ – ამბობს ვანიკო კარელიძე.

დასმულ კითხვაზე, გაუკვირდა თუ არა, საჯაროდ შეყვარებულთან ერთად გამოქვეყნებული ფოტო, კესარიას მეგობარმა უპასუხა:

„დიახ, პირ­ვე­ლად გა­მო­აქ­ვეყ­ნა, ვი­ფიქ­რე, რომ შე­რიგ­დნენ და მან და­ა­დე­ბი­ნა. ორი წელი ერ­თად იყ­ვნენ. ორი კვი­რის წინ ჩვენ სამ­ნი ერ­თად ვი­ყა­ვით აუზ­ზე, ვიდ­რე და­შორ­დე­ბოდ­ნენ,“ – აღნიშნა გამოცემასთან საუბრისას მოკლულის მეგობარმა.

ვიდეო: „ეჭვიანობის მომენტებიც იყო, ხმამაღალი საუბარი, რასაც მე შევესწარი, შეურაცხყოფა, მუქარები…“ – რას ამბობენ მოკლული კესარია აბრამიძის მეზობლები

კარელიძის თქმით, აბრამიძესა და ჯაიანს ტოქ­სი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ, თუმცა კესარიას მისთვის არა­სო­დეს უთ­ქვამს, რომ სცემ­და. გარდა ამისა, როგორც მოკლული ქალის ახლო მეგობარი იხსენებს, დაკავებული მუდმივად ეჭვიანობდა.

რაც შეეხება მათი ურთიერთობის საჯაროობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, კარელიძემ აღნიშნა, რომ ისინი ბოლო ორი წელი ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ და ამის შესახებ დაკავებულის მეგობრებმაც იცოდნენ.

გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს კესარია და დაკავებული ჯაიანი ნიშ­ნო­ბა­ს გეგმავდნენ, აბრამიძის მეგობარმა აღნიშნა:

„ბო­ლოს რომ იჩხუ­ბეს, კე­სომ უთხრა, ვიდ­რე არ გაოფიციალურება ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა, უნდა დავ­შორ­დე­თო. მე­გობ­რის­გან გა­ვი­გე, და­უ­რე­კავს და უთ­ქვამს, დადე თუ გინ­და ფოტო, მოვ­დი­ვარ, ხელი უნდა გთხო­ვოო“, – ამბობს ვანიკო კარელიძე და დასმულ კითხვას, დაკავებულის მხრიდან მკვლელობის წინასწარ შესაძლო დაგეგმვასთან დაკავშირებით, შემდეგნაირად უპასუხა:

მაია ასათიანი: „ახლა ვნახე ჩვენი ბოლო მიმოწერა, კესოს მესიჯი სიტყვა სიტყვით ასეთია: „რომ შევურიგდე, აუცილებლად მომკლავს“

„არ უყ­ვარ­დათ არ­ცერ­თს და­ლე­ვა. ხში­რად დავ­დი­ო­დით ერ­თად, ბე­ქაც ჩვენ­თან ერ­თად და რომ ვთქვა, სასმლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იქ­ნე­ბო­და, გა­მოვ­რი­ცხავ.“

კითხვაზე: რო­გორც თქვე­ნი სა­უბ­რი­დან ვხვდე­ბი, კე­სოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბას არ მა­ლავ­და…

„კი, მაგ­რამ კომ­პლექ­სე­ბი ჰქონ­და, სულ ცდი­ლობ­და ისეთ ად­გი­ლებ­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვით, სა­დაც ბევ­რი ხალ­ხი არ იქ­ნე­ბო­და.“

ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე 26 წლის მამაკაცია დაკავებული. მას 16-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

გამოძიების ინფორმაციით, 26 წლის კაცმა ტრანსგენდერი ქალი საკუთარ სახლში გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა.

კესარია აბრამიძეს ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. ის გუშინ საღამოს თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში იპოვეს მოკლული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g