მეგონა, რომ ჩვენ ისტორიას ჩავაბარეთ ადეიშვილის სტილი, როდესაც ეროვნული ბანკი და პროკურატურა უნისონში მუშაობდნენ, – ამის შესახებ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს უსმენენ.
დეპუტატმა გვენეტაძეს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა მას პრემიერთან და შს მინისტრთან „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით კონსულტაციები.
„მე მეგონა, რომ ჩვენ ისტორიას ჩავაბარეთ ადეიშვილის სტილი, როდესაც ეროვნული ბანკი და პროკურატურა უნისონში მუშაობდა. უკან გვაბრუნებთ? გქონდათ თუ არა რაიმე კონსულტაციები და შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, შს მინისტრთან?
თვლით თუა რა, რომ პროკურატურამ ზუსტად იმ საფუძვლით აღძრა სისხლის სამართლის საქმე, კვალიფიკაცია ზუსტად ისეთი მისცა, როგორი ინფორმაციაც თქვენ მიაწოდეთ? თვლით თუ არა პირადად თქვენ, რომ ეს არის ფულის გათეთრება?“ – მიმართა გოგიჩაიშვილმა გვენეტაძეს.