LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეგონა, კითხვები გამოძიებასთან სხვა გარდაცვლილი ადამიანების ოჯახის წევრებსაც გაუჩნდებოდათ… ნაცვლად ამისა, მოვისმინე ბევრი ბოდიში… შეხვედრის მონაწილეთა მიდგომა იყო, სტიქიას რას ვუზამთ… არა და კარგად მახსოვს დაპირება – წინასწარი შეტყობინების სისტემები“ – შოვში ტრაგიკულად დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა

436
ია მერებაშვილი დავით ბერიაშვილი

შოვის სტიქიისას დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა, ია მერებაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ტრაგედიიდან 2 წლის გასვლასთან დაკავშირებით წერს. 

როგორც ია მერებაშვილი აღნიშნავს, სავარაუდოდ, ამ საქმეზე გამოძიებაც არ დაიწყებოდა, რომ არა მისი ოჯახი, რომელმაც სამართლებრივი დავა დაიწყო.

მისივე განცხადებით, ერთ-ერთ შევხედრაზე, რომელსაც გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, პრემიერი ირაკლი კობახიძე, გენეალური პროკურორი და რაჭის ე. წ. გუბერნატორი, ასევე კიდევ რამდენიმე პირი ესწრებოდა, „ეგონა, რომ კითხვები გამოძიებასთან სხვა გარდაცვლილი ადამიანების ოჯახის წევრებსაც გაუჩნდებოდათ. ნაცვლად ამისა, შეხვედრაზე დაზარალებულებისგან მოისმინა ბევრი ბოდიში, რომ არაფერს საყვედურობენ არავის“. 

ია მერებაშვილის თქმით, „სტიქიას ვერაფერს ვუზამთ, თუმცა, ადამიანებს საშუალება უნდა ჰქონდეთ შეიარაღებულები იყვნენ და თავის დასაცავად, წინასწარი შეტყობინების სისტემები არსებობდეს“.

„აქამდე უბრალოდ ძალა არ მქონდა რომ რამე დამეწერა. ვერც სათქმელს მოვუყარე თავი. ბევრი რამის თქმა მინდოდა და არ ვიცოდი, საიდან რა დამეწყო.

რამდენიმე ხნის წინ შეხვედრა გვქონდა შოვის ამბებთან დაკავშირებით. ვესწრებოდით გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, კობახიძე, გენ. პროკურორი. რაჭის ე. წ. გუბერნატორი და კიდევ რამდენიმე პირი. შეხვედრის მიზეზი შოვის ამბების საგამოძიებო პროცესების გაცნობა იყო. ალბათ არც გამოძიება იქნებოდა, რადგან სამართლებრივი დავა არავის დაუწყია ჩვენი ოჯახის გარდა და არც ეს შეხვედრა შედგებოდა, კითხვებზე პასუხი რომ არ მომეთხოვა ერთი წლის წინ საჯაროდ.

რაღაცნაირად მეგონა, რომ კითხვები გამოძიებასთან სხვა გარდაცვლილი ადამიანების ოჯახის წევრებსაც გაუჩნდებოდათ, მიუხედავად იმისა, რომ ვერ გაბედეს, ან განცდილი ტკივილისგან ვერ შეძლეს მაშინ კითხვების დასმა, ან უბრალოდ ძალა არ ეყოთ. ნაცვლად ამისა, შეხვედრაზე დაზარალებულებისგან მოვისმინე ბევრი ბოდიში, რომ არაფერს საყვედურობენ არავის და მოვისმინე ელემენტარული თხოვნები. 

არ დასმულა შეკითხვები შეხვედრაზე პროკურორთან, რომელმაც, ტრაგედიის პირველ დღეებში გაჟღერებული ნარატივი და მერე ქართული მხარის მიერ შვეიცარიელი ექსპერტების მიერ მოკვლეული დასკვნის სათავისოდ ნათარგმნი ვერსია წაგვიკითხა.

კობახიძის და არა მარტო მისი, შეხვედრის მონაწილეთა მიდგომა იყო, სტიქიას რას ვუზამთ… არა და კარგად მახსოვს დაპირება, რომ იქნებოდა წინასწარი შეტყობინების სისტემები. კი, სტიქიას ვერაფერს ვუზამდით, მაგრამ ვიქნებოდით შეიარაღებულები გაფრთხილებით, რომ თავი დაგვეცვა და გადაგვერჩინა სიცოცხლეები.

ბოლოს კი დიდი მადლობა მინდა ვუთხრა  Ana Tavkhelidze-ს და  Anna Arganashvili-ს, ორ შეუდარებელ გოგოს, რომლებმაც თავდაუზოგავად იშრომეს. ანა თავხელიძე კი, რაღაცნაირად, ოჯახის წევრივით გახდა. მე ხომ მასთან ვაზიარებდი ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის, შვილის ამბებს. 

და მადლობა მინდა ორი წლის მერე კიდევ ერთხელ ვუთხრა ორ უმაგრეს გოგოს, რომლებმაც ანასთან დამაკავშირეს Nana Bagalishvili-ს და Keti Molashvili-ს და ბევრი იზრუნეს ჩემზე.

ჰო, ეს პოსტი ბევრი რამის გამო დავწერე. იმ შეხვედრის გამო, რომელზეც არაფერი გვითხრეს, იმ გაოცების, თუ გაბრაზების გამო, რომელიც გარდაცვლილების ოჯახის წევრების ყველაფერთან შემგუებლურმა დამოკიდებულებამ გამოიწვია, ანა არგანაშვილის და ანა თავხელიძის მიმართ უზომოდ დიდი პატივისცემის და დიდი მადლიერების გამო, რასაც განვიცდი ნანას და ქეთის მიმართ.“, – წერს ია მერებაშვილი. 

„ეს დღე არის ხსოვნა…. ეს დღე არის მეორე სიცოცხლე.. ეს დღე ჩვენი მეორედ დაბადებაა“ – შოვის სტიქიას გადარჩენილი ანა ჯელაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g