ამერიკის პირველი ლედი, მელანია ტრამპი სამხედროების ოჯახებს ენდრიუსის ერთობლივ ბაზაზე შეხვდა და წითელი ჯვრის ინიციატივით, საშობაო სეზონის დაწყების აღსანიშნავად, სამხედრო მოსამსახურეებისთვის სადღესასწაულო მოვლის პაკეტების შექმნაში მიიღო მონაწილეობა. იმ დღეს მას ყავისფერი ჯინსი და ზამშის ჩექმები ეცვა.
ღონისძიების დროს მელანია ტრამპმა სიტყვით გამოვიდა, ასევე ხელი მოაწერა ბარათებს და საჩუქრების შეფუთვაში დაეხმარა.
„გილოცავთ შობას და ახალ წელს! გმადლობთ თქვენი სამსახურისთვის, ჩვენი ქვეყანა ამაყობს თქვენით! წარმატებებს გისურვებთ, მელანია ტრამპი“ – ეწერა ერთ-ერთ წერილში.
აშშ-ის პირველი ლედის საჯარო გამოჩენა მას შემდეგ მოხდა, რაც მან წარადგინა დეკორაციები, რომლებიც წელს თეთრი სახლის გასაფორმებლად გამოიყენა.
მელანია ტრამპი ელეგანტურ პალტოში, დიდი ოქროსფერი ღილებით




