„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის ერთად დგომის შედეგია პროკურატურის განცხადება, დაკავებული კარტოგრაფების, იველი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის საპატიმრო სასჯელის გირაოთი შეცვლაზე.
პროკურატურა კარტოგრაფების საქმეზე სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართავს
მან ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა, ამავე საქმეზე ახლა სხვა “აიყვანონ მძევლად”.
„გირაოს უფარდებენ მელაშვილსა და ილიჩოვას, რაც ძალიან კარგია და ერთი მცირე გამარჯვებაა. ოღონდ, ახლა, როგორც ჩანს, სხვა ვინმეს დააკავებენ და ახლა მას აიყვანენ მძევლად. ასეთია არალეგიტიმური რეჟიმის სახე. მელაშვილის და ილიჩოვას გაშვება კი პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ ოპოზიცია მტკიცედ დადგა და რამდენიმე კაპრიზიანი ვაიპოლიტიკოსის გარდა, ერთხმად მოითხოვა ამ ადამიანების გათავისუფლება”. – წერს სერგი კაპანაძე.