LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მემფის დეპაი ბეტმენისა და სუპერმენის ბუცებით ითამაშებს (ვიდეო)

37

მემფის დეპაი ნაკრებში ბუცებით ითამაშებს, რომელიც ფილმის ”ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ” გამოსვლას ეძღვნება.

”მანჩესტერის” 22 წლის ფორვარდმა განაცხადი შეიტანა ბუცებზე, რომელსაც შეზღუდული ტირაჟით კომპანია Under Armour Speedform უშვებს. კოლექცია ეძღვნება ბლოკბასტერ ” ბეტმენი V სუპერმენი: სამართლიანობის განთიადი” პრემიერას. თითოეულ გმირს თითო წყვილი ბუცი ეძღვნება. ორივე მოდელი 200 ევროდ გაყიდვაში უკვე ჩაეშვა.

შეგახსენებთ, ჰოლანდია 25 მარტს საფრანგეთს ამხანაგურ მატჩში უმასპინძლებს. ხოლო ფილმის თბილისში ნახვა უკვე ხვალიდან იქნება შესაძლებელი.

სხვათა შორის, ეს დეპაის პირველი ახირება არ არის. 6 მარტს იგი ”ვესტ ბრომვიჩთან” შეხვედრაში ყვავილებით მორთული ბუცებით გავიდა სათამაშოდ და ასე მიულოცა დედას დედის დღე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები