ნიკოლოზ გამყრელიძემ „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ გენერალური დირექტორის პოსტი დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია მან „ფორტუნას“ დაუდასტურა.
ამირან გამყრელიძის შემდეგ თანამდებობა ნიკოლოზ გამყრელიძემაც დატოვა – რა სახელდება მიზეზად?
„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ (GHG) განცხადებით, გენერალური დირექტორის პოსტზე ნიკოლოზ გამყრელიძეს ირაკლი გოგია შეცვლის.
„მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ თანამშრომელს ჯგუფის წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის. წარმატებას ვუსურვებ ირაკლის აღნიშნულ პოზიციაზე მთელს გუნდთან ერთად“,- აღნიშნა ნიკოლოზ გამყრელიძემ bm.ge-სთან კომენტარში.