LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეოთხედ შევხვდი პატრიარქს ცხოვრების მანძილზე, ძალიან დიდი ძალა გადმოვიდა ჩემზე – ზაზა სარალიძე

saralidze

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მშობლებმა საქართველოს საპატრიარქოს შენობა უკვე დატოვეს. ზაზა სარალიძის  განცხადებით, პატრიარქთან შეხვედრაზე ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით არ უსაუბრიათ. ის და მისი მეუღლე პარტიარქმა სადილზე მიიწვია და საჩუქრად ხატი გადასცა.

„შევხვდი პატრიარქს. მკვლელობასთან დაკავშირებით არ გვისაუბრია, უბრალოდ დღეს დამპატიჟა თავად უწმინდესმა სიონის ტაძარში, სადაც პირველად ვეზიარე და იქიდან დამპატიჟა სადილზე. მეოთხედ შევხვდი პატრიარქს ჩემი ცხოვრების მანძილზე, ძალიან დიდი ძალა გადმოვიდა ჩემზე. პატრიარქის ნათესავმა გამომაცილა და მას ვეუბნებოდი, რომ ეს არის სულიერი სიმშვიდის ტერიტორია, შიგნით რომ შედიხარ, სულ სხვა ძალით გამოდიხარ, აბსოლუტურად დამშვიდებული,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

საპატრიარქომდე, ზაზა სარალიძე სიონის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც დღეს ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები